Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იუსტიციის სამინისტრო მართლმსაჯულების რეფორმების კვლევის შედეგებს აქვეყნებს

12 აპრილი, 2019 11:03

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ფრანგმა მეცნიერმა და მკვლევარმა ჰაროლდ ეპინეზი 2013-2017 წლებში განხორციელებული ქართული მართლმსაჯულების რეფორმების კვლევა მოამზადა.

რა შედეგები მოიტანა სასამართლო რეფორმის სამმა ტალღამ და რა მიმართულებით არის საჭირო შემდგომი ცვლილებები სასამართლოში  − ამ ჭრილშია განხილული „IPSOS France“-ს, „Amicus Curiae“-სა და პროფესორ იან ვან დაიკის კვლევის შედეგები. 

კვლევის მიხედვით,  პროკურორები, ადვოკატები, მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ 2013-2017 წლებში ჩატარებული სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა სასამართლოში და სახელმწიფოს წინააღმდეგ აღძრული და მოგებული საქმეების რაოდენობა; 

კვლევის თანახმად, სასამართლოსთან უშუალო შეხების შემდეგ მოქალაქეს მისი დამოუკიდებლობის მიმართ აზრი უკეთესობისაკენ ეცვლება, რაც მართლმსაჯულების სისტემის მუშაობის ხარისხის მაჩვენებელია და მიუთითებს, რომ არსებობს სასამართლოს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გაუმჯობესების შესაძლებლობა; სასამართლოს მომხმარებელთა − მოსამართლეთა, პროკურორთა და ადვოკატთა − აზრი რიგ საკითხებში განსხვავებულია, მაგრამ მართლმსაჯულების სისტემის მუშაობას ყველა ჯგუფი დადებითად აფასებს; 

კვლევაში ნათქვამია, რომ საქმეების ელექტრონულად გადანაწილების პრინციპს სასამართლო განხილვების მიუკერძოებლობის ხელშემწყობად მიიჩნევს მოსამართლეთა 78%; პროკურორთა 88% და ადვოკატთა 52%;

მოსამართლეთა 75%-ზე მეტის აზრით,  აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, აგრეთვე, სასამართლოს მენეჯმენტი, პატივს სცემს სასამართლოსა და თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობას; მედიისა და სოციალური ქსელების მხრიდან მათი დამოუკიდებლობის პატივისცემაში ეჭვი ეპარება 54%-ს, რაც, ანალიზის ავტორთა მოსაზრებით, წარმოქმნის მედიის როლის დაზუსტების საჭიროებას  სასამართლო პროცესების გაშუქებისას;

ანგარიშის მიხედვით, სასამართლოს სერვისების მომხმარებელთაგან ყველაზე კრიტიკული შემფასებლებიც კი − ადვოკატები, აღნიშნავენ, რომ 2013 წლიდან მოყოლებული მათი როლი სამართალწარმოების პროცესში გაიზარდა, მათი 89% კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილია იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმით და რეფორმაზე მუშაობის პროცესში ადვოკატთა კორპუსის ჩართულობით. 

კვლევის თანახმად, საქმიანი წრეების (ბიზნესის) წარმომადგენლების გამოკითხვისას გამოვლენილ ტენდენციებსაც. კერძოდ, გამოიკვეთა შემდეგი:

- სასამართლო აღარ წარმოადგენს ბიზნესზე ზეწოლის იარაღს, რასაც წინა წლებში სისტემური ხასიათი ჰქონდა; პრობლემად რჩება სასამართლოში საქმის განხილვის ხანგრძლივობა, რასაც ხშირად  ახლავს ფინანსური სახსრების ყადაღა; ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება ბიზნესოპერაციებზე; აგრეთვე, მოსამართლეთა კვალიფიკაციის საკითხი, განსაკუთრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში;

კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა:

- საქართველოში მოსახლეობის 51% აფასებს მართლმსაჯულების სისტემას დამოუკიდებლობის თვალსაზრისით როგორც ძალიან ან მეტწილად კარგი. ეს მაჩვენებელი ახლოსაა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან, რაც  52%-ია;
- სასამართლოს მოსარგებლეთა შორის სასამართლოსადმი ნდობის ხარისხი უფრო მაღალია და ის 55%-ს შეადგენს;
- პროფესიულ წრეებში ჩატარებულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ რეფორმები კარგად მიიღეს მოსამართლეებმა, პროკურორებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა. ადვოკატთა უმრავლესობამ შესაბამის კითხვებზე პასუხით რეფორმების უმეტესი ნაწილი დადებითად შეაფასა, თუმცა, ზოგიერთი მათგანი მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი.

- ადვოკატთა 57%-ის აზრით,  სასამართლო პროცესის ღიაობის ხარისხი გაუმჯობესდა ხუთი წლის წინანდელ სასამართლო განხილვებთან შედარებით (პროკურორთა 74%);

-საქმეების ელექტრონულად განაწილება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება პოზიტიურად შეფასდა გამოკითხულთა უმრავლესობის მიერ;

კვლევის მიხედვით, სასამართლოთი მოსარგებლეთა ფიზიკური და იურიდიული პირების უმრავლესობამ, ასევე, პოზიტიურად შეაფასა თავისი გამოცდილება, მაგალითად, სასამართლოს პროცესების მიმდინარეობისა და ღიაობის კუთხით,   ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობის და უფასო იურიდიული დახმარების ნაწილში.რაოდენობრივი კვლევის ძირითადი მიგნებები:

- რესპონდენტთა 51% საქართველოს სასამართლო სისტემას მოსამართლეებისა და სასამართლოების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით კარგად აფასებს;

- მოსახლეობის 52% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში სასამართლო არის სანდო;

- მოსახლეობის აზრით, სამი მთავარი ფაქტორი − თუ როგორია საქართველოში სასამართლო, არის შემდეგი: ნელი (67%); ძვირი რიგითი მოქალაქეებისთვის (სასამართლო და ადვოკატის ხარჯები 66%) და საკმარისად მკაცრი დამნაშავეთა მიმართ (57%);

- დებულებას, რომ საქართველოში სასამართლო არის სამართლიანი, ეთანხმება 55%;

- რესპონდენტთა 41% თვლის, რომ საქართველოს სასამართლო ყველა ადამიანს თანასწორად ექცევა;

- რესპონდენტთა თითქმის იდენტური რაოდენობა როგორც ეთანხმება (42%), ისე არ ეთანხმება (45%) დებულებას, რომ საქართველოში მოსამართლეები თანმიმდევრულნი არიან ერთგვაროვან დანაშაულთა ჩამდენი პირებისათვის სასჯელის შეფარდებისას;

- რესპონდენტთა 56% აცხადებს, რომ საქართველოში მოსამართლეები სასჯელის შეფარდებისას მათზე უფრო მკაცრები არიან;

კვლევის მიხედვით, ხუთიდან სამ რესპონდენტზე მეტს სმენია საქართველოში 2013 წლის შემდეგ განხორციელებული შემდეგი რეფორმების შესახებ: მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა (68%), მოსამართლეების უვადო დანიშვნა (65%), მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა (65%); ნაფიც მსაჯულთა სასამართლო (64%), სასამართლო სხდომების საჯაროობა (61%); სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, 52%-ის აზრით, ხელი შეუწყო სერვისების გაუმჯობესებას;
სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, 49%-ის აზრით, სასამართლო გახადა უფრო ღია და გამჭვირვალე; სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, 47%-ის აზრით, უზრუნველყო არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი ჩართულობა;
სასამართლო სისტემის რეფორმებმა, რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, მოსახლეობის 46%-ის აზრით, დახვეწა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა; ხოლო 39%-ის აზრით, საგრძნობლად შეამცირა კორუფცია სასამართლო სისტემაში; რესპონდენტთა ერთი მესამედი (35%) თვლის, რომ სასამართლოებში დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა მიღება და მხარდაჭერა არის საკმარისად ორიენტირებული დაზარალებულზე; რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (ჯამში 85%) აცხადებს, რომ შებინდების შემდეგ ქუჩაში მარტო გასვლისას უბანში თავს უსაფრთხოდ გრძნობს. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^