Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მრჩეველთა საბჭოს 2 წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენებას მოითხოვს

12 აპრილი, 2019 11:18

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიო განცხადებით, მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა თავმჯდომარეს, დირექტორის, ნათია კაპანაძის მიმართ უნდობლობის პროცედურის დასაწყებად მიმართა. 

„ვაცნობიერებთ რა, პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, აუცილებლად მიგვაჩნია, ყველა დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.  

2019 წლის 11 აპრილს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა (ირაკლი დარცმელიძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გიგა ჩხარტიშვილი - „ქართული ოცნება“) მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს მიმართეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის უნდობლობის პროცედურის დასაწყებად.

მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია 10 დღის ვადაში განიხილოს ეს განცხადება.  
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ბოლო წლების განმავლობაში დაადასტურა, რომ იგი აუდიტორიას აწვდის ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას. ორგანიზაციამ შეძლო შეექმნა პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი მაუწყებლობა. 

მიმდინარე პროცესები უპირისპირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობას. მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას. 
იმედს ვიტოვებთ, რომ მრჩეველთა საბჭო სიფრთხილით მოეკიდება ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რადგან საქმე სიტყვის თავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობას ეხება", - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განცხადებაში.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^