Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ქონებას ფლობს და რა რაოდენობის სესხი აქვს ზუგდიდში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს

12 აპრილი, 2019 16:09

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში მერობის კანდიდატად 6 აპრილს გიორგი შენგელია წარადგინა. ის ზუგდიდი მერის პირველი მოადგილეა. 

გიორგი შენგელიას ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის 8 იანვარს აქვს შევსებული. დეკლარაციის მიხედვით, მერის პირველ მოადგილედ 2018 წლის 6 ნოემბერს დაინიშნა. ამ დროის განმავლობაში მან ხელფასის სახით 4 642 ლარი მიიღო. დეკლარაციის შევსებისას სახელფასო ანგარიშზე მას 298 ლარი ერიცხებოდა. 

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი შენგელიას საკუთრებაში არ არის სახლი ან მიწის ნაკვეთი. როგორც ჩანაწერშია მითითებული, მხოლოდ  მისი მეუღლე, ქსენია ბიგვავა ფლობს მიწის ნაკვეთს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენში. 

დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს 95 000 დოლარის კრედიტი აიღო, რომელიც 2032 წლამდე უნდა დაფაროს. ასევე, აღებული აქვს 9100 ლარი სესხი 2018 წელს და ამავე წელს დამატებით 5 000 ლარის სესხიც აიღო. 

ზუგდიდის მერობის კანდიდატის მეუღლემ ქსენია ბიგვავამ  დედისგან საჩუქრად 156 500 რუბლი მიიღო. 

გიორგი შენგელიას დეკლარაციის მიხედვით, ის ხშირად იღებდა გზავნილებს დანიშნულებით - სხვა პირისთვის გადასაცემად.  მერობის კანდიდატმა ამ დანიშნულებით  მიიღო 51 000 რუბლი გზავნილი, ასევე 40 450 დოლარი და 300 დოლარი, და დამატებით, 1300 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი. დეკლარაციის მიხედვით, ეს თანხები გასავალშიც ფიქსირდება. 

გიორგი შენგელია, სანამ ზუგდიდის მერის მოადგილე გახდებოდა, საბანკო სექტორში საქმიანობდა. მისი ბიოგრაფიის მიხედვით: 

2004 წლის 1 მაისიდან 2004 წლის 1 დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს ბანკში (ზუგდიდის ფილიალი) საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე;

2005 წლიდან 2008 წლამდე იკავებდა სს. საქართველოს ბანკის (ზუგდიდის ფილიალი) საკრედიტო ჯგუფის ექსპერტის პოზიციას;

2008 წლიდან 2009 წლამდე იყო სახალხო ბანკის (ზუგდიდის ფილიალი) მმართველი;

2009 წლიდან 2010 წლამდე იკავებდა სს ლიბერთი ბანკის (ზუგდიდის ფილიალი) სამეგრელოს რეგიონალური ფილიალის დირექტორის მოადგილის თანამდებობას;

2010 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა საქართველოს ბანკის (ფოთის ფილიალი) საკრედიტო ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე;

2011 წლიდან 2018 წლამდე იყო თიბისი ბანკის ზუგდიდის სერვისცენტრი N 1-ის დირექტორი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^