„ქართულმა ოცნებამ" შუალედურ არჩევნებში მარნეულის მერობის კანდიდატად ზაურ დარგალი წარადგინა.
„მარნეული არის ჩვენი საერთო სახლი. მარნეული არის ჩვენი ოჯახი და მე, როგორც ამ ოჯახის შვილი, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი საერთო სახლი, მარნეული გახდეს უფრო ძლიერი, უფრო ლამაზი და უფრო განვითარებული. ჩვენ მოვალთ ყველა ოჯახში, ჩვენ მოვალთ ყველა სოფელში და თქვენთან ერთად, თქვენი უშუალო ჩართულობით ავაშენებთ უფრო ძლიერ მარნეულს, ავაშენებთ უფრო ძლიერ სოფელს,“ - განაცხადა ზაურ დარგალმა.