ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ძალოსნობაში ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მძიმე წონაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა და სამი ოქრო მოიპოვა.
დღეს ბათუმში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო დასკვნითი დღე გაიმართა, სადაც ტალახაძემ 109 კგ წონით კატეგორიაში აკვრაში თავისივე მსოფლიო რეკორდი 217 კილოგრამი გააუმჯობესა და მეორე ცდაზე 218 კილოგრამი აიტაცა. ამით ტალახაძემ ატაცში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი დაიმსახურა.
აკვრაში ტალახაძემ პირველ ჯერზე 245 კილოგრამი დაძლია, ხოლო შემდეგ 260 კილოგრამის აწევით კვლავ თავისივე რეკორდი მოხსნა, როგორც აკვრაში, ისე ორჭიდში (478).