ოზურგეთის მერიის ცნობით, სოფლების - ვაკიჯვარი, შემოქმედი-გომის საზღვარზე
ცეცხლი ტყეს გაუჩნდა, იწვის ხეები და ბუჩქნარი. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის თქმით, ამ ეტაპზე ადგილზე 70 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში სამეგრელოდან და აჭარიდან მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ.
„ცეცხლი 15 ჰექტარამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული. რთული რელიეფის გამო, ტექნიკა მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთამდე გადაადგილდება, დანარჩენ ადგილას მეხანძრე-მაშველები მუშაობენ“, - აცხადებენ უწყებაში.