ოზურგეთში, სოფელი შემოქმედში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამწვარია ეკალ-ბარდი და ტყის ქვედა საფარი - 30 ჰა ფართობი.
რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო ტექნიკასთან ერთად მუშაობდა 70 მეხანძრე-მაშველი.