სოციალური ქსელები ფეისბუკი, ინსტაგრამი და ვოთსაპი (whatsapp) გაითიშა. მომხმარებლები კომპიუტერების გამოყენებით, ისევე როგორც მობილურ აპლიკაციაში შესვლას ვერ ახერხებენ. Down Detector-ზე, რომელიც მონიტორინგს უწევს სოციალური ქსელების მუშაობას, სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით შეტყობინება შევიდა.
ამ დროისთვის უცნობია, რა არის შეფერხების მიზეზი.