
„როდესაც ოლიგარქს დაუდგა რეალური საფრთხე, რომ დაკარგავს პოლიტიკურ ძალაუფლებასა და მილიარდებს, კვლავ მიაკითხა ეკლესიას და აიღო ვალდებულება, რომ მოხატავს სამების საკათედრო ტაძარს“,- აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი და საპატრიარქოს მოუწოდებს არ ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში.
„ჩვენ კარგად ვნახეთ ივანიშვილის მოხატული, აფეთქებული, გადათხრილი საყდრისი და სრულიად საქართველო. მე მოვუწოდებ საპატრიარქოს, უარი თქვით ეშმაკის ვერცხლზე. არ გაუხსნათ მეორე სუნთქვა კრიმინალს, გადამგდებს და ქვეყნის დამაქცეველს,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა პრესკონფერენციაზე.