გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება – წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
„17-18 აპრილს ჰაერის ტემერატურის მკვეთრი დაცემა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე 3-4-ბალიანი ღელვა. საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია, საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.