Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კონსტიტუციაში ბავშვის უფლებებზე ცალკე ჩანაწერი გაჩნდეს - საიას რეკომენდაცია

15 აპრილი, 2019 17:02

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საიამ) პროექტის - „ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“ -  საბოლოო ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის მიხედვით, საიასა და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით სამართლებრივი დახმარება 7000-მდე მსხვერპლმა მიიღო, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია გაიარა 2500-მდე მსხვერპლმა, ხოლო პროფესიული განათლება მიიღო 71-მა ბენეფიციარმა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამა, რომელიც დაინერგა პრობაციის სააგენტოსა და 2 პენიტენციურ დაწესებულებაში. 

გარდა ამისა, პროექტის განხორციელების პერიოდში მომზადდა 5 სხვადასხვა კვლევა:

- „ძალადობრივი ქცევის გამომწვევი რისკფაქტორები“;

-  „გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გამოძიების სტანდარტები“;

- ნ„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონათა და ქალთა მიმართ ძალადობის ძირითადი ასპექტები“;

- „ბავშვის მიმართ ძალადობა“;

-  „ლბტ და სექს-მუშაკ ქალთა უფლებრივი და სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში“.

კვლევებმა აჩვენა, რომ  აუცილებელია შემდეგი ცვლილებები:

- გაჩნდეს ცალკე ჩანაწერი კონსტიტუციაში ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით;

- ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტების გახშირების გამო, გადასახედია სისხლისსამართლებრივი სანქციების გამკაცრების საკითხი;

- დასახვეწია კანონმდებლობა ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხთან დაკავშირებით;

- აუცილებელია გატარდეს და შემუშავდეს მედიის მიერ სტერეოტიპების აღმოფხვრისკენ მიმართული პოლიტიკა;

- საჭიროა პედაგოგების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების გადამზადება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირებისა და ფაქტზე რეაგირების შემთხვევების მიმართულებით;

- მნიშვნელოვანია გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა ბუნების გამოკვლევა, მსხვერპლთა დაცვის ქმედითი მექანიზმების შექმნა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა ქალებისა და გოგონებისთვის;

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ კვლავ პრობლემად რჩება ოჯახში ძალადობის ფაქტების გაცხადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხრიდან, რადგან:

- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები ვერ ახერხებენ, პოლიციისთვის ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დროულად მიმართვას;

- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმეტესობას  არ აქვს ინფორმაცია საკუთარი უფლებების, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირთა უფლებების კონვენციით აღებული ვალდებულებების შესახებ;

- პრობლემურია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების და გოგონების რეაბილიტაციის საკითხი. ფაქტობრივად, არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა  სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული  სარეაბილიტაციო ცენტრები, რომელიც მიიღებენ ძალადობის მსხვერპლს.

- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამები საჭიროებს დახვეწასა და ცვლილებებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^