
მოკლული ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სიძულვილი და ქსენეფობია დაუშვებელია.
რამდენიმე წუთში თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი დაიწყება.
25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს მოკლეს. ის არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობისა და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა.