Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორც კი კომპრომისს დავუშვებთ მათთვის, ვინც ფარული ჩანაწერები ნახა, შეინახა თუ გაავრცელა, ამ მანკიერ მოვლენას ვერ გავუმკლავდებით - გახარია

16 აპრილი, 2019 13:05

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე კომპრომისის დაშვება ამ მანკიერებასთან გამკლავებას შეუძლებელს გახდის.

„როგორც კი ჩვენ მსგავს ქმედებებზე დავუშვებთ კომპრომისს, იმასთან მიმართებაში, რომ ადამიანმა ნახა, შეინახა თუ გაავრცელა, ამ მანკიერ მოვლენას ჩვენ ვერ გავუმკლავდებით. შასაბამისად, იქ სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და ფაქტი დადგენილია, იქ საგამოძიებო ორგანოებმა იმოქმედეს კანონის შესაბამისად", - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება განცხადებებს, რომ ჩანაწერები რვა ათას ადამიანს აქვს ნანახი, შს მინისტრი ყველას მიმართავს, რომ საგამოძიებო ორგანოებს ამ ადამიანებზე ინფორმაცია მიაწოდონ, რათა შესაბამისი რეაგირება მოხდეს.

„მოგვაწოდეთ ინფორმაცია 8000 ადამიანზე, რომლებსაც ინფორმაცია სხვადასხვა სახით ჰქონდათ მიღებული, რა პირობებში ნახეს და ვიმოქმედებთ", - განაცხადა გახარიამ.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვა-გავრცელების მუხლით 18 პირია ბრალდებული.

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით ედებათ.157-ე​ პრიმა მუხლი ითვალისწინებს: 1. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 4-დან 7 წლამდე. 2. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 5-დან 8 წლამდე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^