Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო დირექტორის უნდობლობის საკითხზე 18 აპრილს იმსჯელებს

16 აპრილი, 2019 13:51

აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს დირექტორის ნათია კაპანაძის უნდობლობის საკითხის 18 აპრილს ჩანიშნულ სხდომაზე განხილავს.  სხდომა 11 საათზე დაიწყება

აჭარის ტელევიზიის განცხადებით, მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა (ირაკლი დარცმელიძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გიგა ჩხარტიშვილი - „ქართული ოცნება“) მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს, დირექტორის, ნათია კაპანაძის მიმართ უნდობლობის პროცედურის დასაწყებად 11 აპრილს მიმართა.

გადაწყვეტილების მისაღებად მრჩეველთა საბჭოს 3 წევრის ხმა არის საჭირო. საბჭოში სულ 5 წევრია. 

აჭარის მაუწყებლის განცხადების მიხედვით, რომელიც 12 აპრილს გამოქვეყნდა მიმდინარე პროცესები უპირისპირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობას.

"მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას. იმედს ვიტოვებთ, რომ მრჩეველთა საბჭო სიფრთხილით მოეკიდება ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რადგან საქმე სიტყვის თავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობას ეხება", - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განცხადებაში.  

NGO-ები უარყოფითად აფასებენ აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის შესახებ ინიციატივას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^