საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინადადება ბიურომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა.
„ეს წინადადება არის არგუმენტირებული. 28 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღგენა პირველმა პრეზიდენტმა, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარემ სწორედ პლენარულ სხდომათა დარბაზში გამოაცხადა. ამ აქტისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართ პატივისცემის ნიშნად არის შემოთავაზება, რომ პლენარულ სხდომათა დარბაზს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.