
„თბილისი პანორამის“ მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა. შემთხვევა თავისუფლების მოედანზე მოხდა. "ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება მუშები საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ლიბერალი“ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შს სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.