პანორამა თბილისის მშენებლობა, რომელზეც დღეს სამი მუშა დაშავდა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შეაჩერა. ინსპექტორებმა გადაწყვეტილება რამდენიმე საათიანი შემოწმების შემდეგ მიიღეს. განცხადება ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ მშენებლობის ადგილიდან გამოსვლისას გააკეთა.
„თბილისი პანორამის“ მშენებლობაზე სამი მუშა დღეს გადმოვარდა და დაშავდა. შემთხვევა თავისუფლების მოედანზე მოხდა. მუშების დაშავების გამო შს სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ჩამოვარდნილი სამიდან ორი მუშა „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, ერთი კი ინგოროყვას კლინიკაში. მათი მდგომარეობა სტაბილურია.