ქარელის მუნიციპალიტეტის სარკინიგზო მონაკვეთზე ბათუმი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი კაცს დაეჯახა. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში უთხრეს, იგი ადგილზე გარდაიცვალა.
მათივე ცნობით, გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.