Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მუსლიმური ორგანიზაციები: ფრანგმა მუსლიმებმა ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა უნდა დააფინანსონ

17 აპრილი, 2019 14:16

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მუსლიმური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფრანგ მუსლიმებს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის დაფინანსებისკენ მოუწოდებს.

„ჩემი აზრით, მათი ვალდებულებაა, როგორც მოქალაქეებისა და მუსლიმების, მიიღონ მონაწილეობა ამ ულამაზესი ტაძრის აღდგენაში“, - განაცხადა რონის მეჩეთების საბჭოს პრეზიდენტმა, ქამელ კაბტანმა.

ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა „მუსლიმთა რწმენის ფრანგული საბჭოც“. ორგანიზაციის განცხადებაში საფრანგეთის მოქალაქე მუსლიმებს მოუწოდებენ, ჩაერთონ უნიკალური ტაძრის რეკონსტრუქციაში.

„ფრანგ მუსლიმებს მოვუწოდებთ, ჩაერთონ ფინანსურ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია არქიტექტურული შედევრის რეკონსტრუქციაში, რადგან ეს ტაძარი არის საფრანგეთის სიმბოლო“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 15 აპრილის საღამოს ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და დაიწვა სახურავის ნაწილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^