
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიკროფონი გამოურთო ეკა ბესელიას, იმ მიზეზით, რომ მას შენობით მიმართა.
„ყურადღებით ირაკლი, შენ მოგმართავ. ხომ ხედავ, სადაც ვზივარ. თუ ვერ მხედავ, შემიძლია, ახლოს მოვიდე ცოტა.“ - უთხრა ბესელიამ ყოფილ თანაგუნდელს.
„პარლამენტის თავმჯდომარეს ჯერ თქვენობით უნდა მიმართოთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს. შემდეგზე, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მერე მოგცემთ სიტყვას“ - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ამის შემდეგ ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარესთან მივიდა, ირაკლი კობახიძემ კი მანდატურის სამსახურს სთხოვა, ეკა ბესელიასთვის ეთიკისკენ მოეწოდებინა.