დიდთოვლობის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე გზა ჩახერგილია - ამის შესახებ „ლიბერალს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
სააგენტოს ინფორმაციით, გადაადგილებას ვერ ახერხებს ავტობუსი, რომელშიც 20 მგზავრი იმყოფება, ადგილზე იმყოფებიან მაშველებიც. როგორც „ლიბერალს“ სააგენტოში განუცხადეს, მგზავრებს დროებით ახლო ტერიტორიაზე გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა მათ უარი განაცხადეს. ისინი ავტობუსში რჩებიან და გზის გახსნას ელოდებიან. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.