ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ საპროტესტო აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორთა შორის არიან ორგანიზაცია „ზნეობის“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი, „ქართული იდეის“ თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა, ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი.
„ეს ტელევიზია არ შეჩერდება თუ არ შეჩერდა ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივი მთავრობა. თუ ეს მთავრობა არ დაეხმო, „რუსთავი 2“ სულ ფეხზე იდგება“,- აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.
გუშინ, სოციალურ ქსელში მათ მიმართვა გაავრცელეს და მხარდამჭერებს საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.
„ჩვენ არასდროს არ შევეგუებით ღვთის გმობას და იმ სიბილწეს რაც გადმოიცემა დღევანდელი ტელევიზიებიდან. ღირსეული რომ იყოს ხელისუფლება, როგორ უნდა გაბედოს ვინმემ, რომ შენი ეკლესია და სასულიერო დასი შეურაცხყოს, მაგრამ როდესაც თქვენ ვერ იცავთ ერის ღირსებას, მაშინ თითოეული ჩვენგანი არის ვალდებული დავიცვათ ჩვენი ეკლესიის და ერის ღირსება და აუცილებლად უნდა შევიკრიბოთ „რუსთავი 2-ის“ შენობის წინ“,- აცხადებენ აქციის პროგანიზატორები.