უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე ძალიან კარგად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და სწორედ ამიტომ ებრძვიან.
„ზუსტად იმიტომ ებრძვიან ასეთი სიმძაფრით ირაკლი კობახიძეს, რომ ის ძალიან კარგად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, ძალიან კარგად იცის მან როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქცია, ასევე, როდესაც პარტია„ ქართულ ოცნებას“ წარმოადგეს, მაშინაც კარგად ართმევს თავს. ამიტომ ჩვენი ოპონენტებისთვის ის არის ძლიერი და ძალიან უხერხული მეტოქე. ამის გამო მიდის მხოლოდ და მხოლოდ მის წინააღმდეგ ბრძოლა. არასდროს ებრძვიან სუსტ ოპონენტებს,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.