ვახშამს, რომელიც კვიპროსის პრეზიდენტის პატივსაცემად ავლაბრის სასახლეში გაიმართა, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ესწრება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, როგორც სალომე ზურაბიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, ჩვენთან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე იმყოფება ყოფილი პრეზიდენტი.
„საქართველოში ეს ტრადიცია აქამდე არ გვქონია და ვიმედოვნებ, რომ დღეიდან ჩვენ მას საფუძველს ჩავუყრით“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.