
პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
„იმედის“ ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ნათია თურნავა დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.
გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ათი თვის განმავლობაში იკავებდა. რა გახდა საკადრო ცვლილების მიზეზი, უცნობია.