პრემიერ-მინისტრის თქმით, მოსწავლეებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის დათვალიერების, წარჩინებულ მოსწავლეებს კი მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ.
პრემიერის თქმით, სიახლე დღეიდან დაინერგა და მთავრობის სხდომას კომაროვის სკოლის ინფორმატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული 5 მოსწავლე ესწრება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა, მისი ნებისმიერი შენობა, მათ შორის ადმინისტრაცია, იყოს ღია ყველასთვის, განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თაობისთვის. შესაბამისად, ვიწყებთ სპეციალურ ინიციატივას, რომელიც მოსწავლეებს აქ მოსვლის საშუალებას მისცემს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.