ლგბტ აქტივისტი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე მას და კიდევ 3 აქტივისტს ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი კლუბის რიგში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
თაბაგარი „ლიბერალთან“ ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც უცხო პირებმა კლუბში გასამართ ქვიარ წვეულების შესახებ შეიტყვეს, რიგში მდგომი ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელი, ჰომოფობიური გამონათქვამები გამოიყენეს.
„მას შემდეგ, რაც კორექტულობისკენ მოვუწოდე, გადავიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე“, - ამბობს თაბაგარი.
მისივე თქმით, „თანასწორობის მოძრაობის“ დირექტორს, ლევან ბერიანიძეს, სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი და ის ახლა ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციაც მივიდა.
„ჩვენ გვითხრეს, რომ ის პირები ინდენტიფიცირებული ჰყავთ და ხვალ, სავარაუდოდ, გამოგვკითხავენ“, - აცხადებს თაბაგარი.