არასამთავრობო ორგანიზაციები პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის გამო შექმნილ მდგომარეობას ეხმაურებიან. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მოსახლეობასთან დემონსტრაციული საპოლიციო ძალის გამოყენება და გამოიყვანოს ისინი პანკისის ხეობიდან:
- "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საპოლიციო ძალისგამოყენება პანკისის ხეობაში და გამოიყვანოს ხეობაში შეყვანილი დამატებითი ძალები;
- დაუყოვნებლივ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტი ნათია თურნავა, რომელსაც აშკარა ინტერესთა კონფლიქტი აქვს ბიზნეს ინტერესებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის და მისი დანიშვნიდან პირველივე დღეებში კრიზისი შექმნა პანკისის ხეობაში;
- საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ძალაუფლების სავარაუდო გადამეტების გამოძიების მიზნით;
- საქართველოს პარლამენტი დაინტერესდეს აღნიშნული თემით და გამოიყენოს საზედამხედველო მექანიზმები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და უფლებების დაცვისთვის;
- დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაინტერესდნენ მათი ფინანსური დახმარებით მიმდინარე ენერგეტიკული პროექტების სავალალო გარემოსდაცვითი და სოციალური შედეგებით, რომლებიც განხორციელდა და ხორციელდება ევროკავშირისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკების უგულებელყოფით".
განცხადებას ხელს აწერენ : ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; მწვანე ალტერნატივა;