პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება გრძელდება. ხეობაში დამატებითი სპეცდანიშნულების რაზმია შეყვანილი.
აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმს ქვებს და ჯოხებს ესვრიან, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა კი ცრემლსადენ გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რეზინის ტყვიები და ქვები მოხვდა ჟურნალისტებსაც. ადგილობრივი ჟურნალისტის გელა მთივლიშვილის თქმით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ადგილზე ჯერ კიდევ არ მისულა.
გთავაზობთ პანსისი სათემო რადიოს პირდაპირ ჩართვას: