შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა. ის უხუცესთა საბჭოს წევრებს და აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა ხვდება. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ვრცელ კომენტარს მიმდინარე მოვლენებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს. შეხვედრას მთავრობის სხვა წევრებიც ესწრებიან.
LIVE ► გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა
გიორგი გახარიას თქმით, დაშავებულია 15 სამართალდამცავი და ახლა ჰესის აშენების საკითხი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ის აპირებს ადგილობრივებთან საუბარს.
„როცა შინაგან საქმეთ სამინისტროს 15 წარმომადგენელია დაზარალებული, როცა ტექნიკა იწვის, სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესებს მერე მივხედავთ“,- განაცხადა გახარიამ.