დღეს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 73.2% მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ - 25.3%.
უკრაინაში არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა. პირველ ტურში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30.24% მიიღო, პოროშენკომ კი - 15.94%. არჩევნების პირველ ტურში 39 კანდიდატი მონაწილეობდა.