პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ვოლოდომირ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მისი თქმით, ის ტოვებს საპრეზიდენტო ოფისს, მაგრამ პოლიტიკიდან არ მიდის.
„მე ვტოვებ პრეზიდენტის ოფისს, თუმცა პოლიტიკიდან არ მივდივარ. მე ვრჩები პოლიტიკაში და უკრაინისათვის ვიბრძოლებ”,- განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
გუშინ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. BBC-ის ცნობით, დათვლილი ხმების მიხედვით, ზელენსკიმ 73%-ზე მეტი ხმა მიიღო, ხოლო პოროშენკომ - 24%-ზე მეტი.
BBC