ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) პანკისის ხეობაში დაგეგმილი ორივე ჰესის საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის სახელით აწარმოებს სასამართლო დავას.
სულ სასამართლოში 4 პარალელური დავა მიმდინარეობს:
- „ხადორი 3“ ჰესთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის სახელით წარდგენილია 2 სარჩელი. ერთი სარჩელი შეტანილია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ, რომელმაც კანონდარღვევით გასცა მშენებლობის ნებართვა ჰესის მშენებლობაზე, მითითებულ საქმეს განიხილავს ელავის რაიონული სასამართლო. მეორე სარჩელი შეტანილია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც უკანონოდ გასცა დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (დოკუმენტი, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს ჰესის გარემოზე ზემოქმედებისა და რისკების შემცირების საკითხი), მითითებულ საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
- „ხადორი 3-ის“ დავის ფარგლებში EMC-მ შუამდგომლობა დააყენა და ითხოვდა, სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას, სასამართლო დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუმცა, სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ დასაბუთებით, რომ იმ პერიოდისთვის სასამართლომ ვერ დაინახა სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა.
- EMC ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, მოითხოვს ,,სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს იმ აქტების ბათილად ცნობას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა პანკისის ხეობაში აღნიშნული ჰესის მშენებლობა.
სამართლებრივი დავა ორი მიმართულებით მიმდინარეობს: 1. მშენებლობის ნებართვის კანონიერებასთან დაკავშირებული დავა სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ 2. ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციის საკითხზე ეკოლოგიური ექსპერტიზის კანონიერებასთან დაკავშირებული სარჩელი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განიხილება.
- პანკისში დაგეგმილი ჰესების ეკოლოგიური დასკვნის დოკუმენტების კრიტიკული ანალიზი იხილეთ აქ.
- ჯერჯერობით არც ერთ საქმესთან დაკავშირებით არსებითი განხილვა არ დაწყებულა.