„დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული", – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტს, რომელმაც მსახიობ ლევან ჯიბღაშვილთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან ჯიბღაშვილმა დაკავებისას კახა კალაძის სახელი ახსენა.
ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ითვალისწინებს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით, 6 წლამდე.
მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოტიკის ფლობის ბრალდებით გუში დააკავეს.