Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არ გამოვრიცხავ, დაბინძურება ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორიებზე იყოს - გამყრელიძე ტყვიაზე კვლევის შედეგებზე

23 აპრილი, 2019 14:11

საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ასეთია შედეგები ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევისა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.  

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციით, გარკვეული რეკომენდაციები უნდა დაინერგოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ იმ 600 მეტი ბავშვის ოჯახში, რომელთა სისხლშიც ნორმაზე, 5 მკგ-ზე მაღალი ტყვიის შემცველობა გამოვლინდა, შესწავლილი იქნება საცხოვრებელი გარემო, კერძოდ, აიღებენ წყლის, ნიადაგის და საკვების ნიმუშებს რათა დადგინდეს წყარო, თუ რამ განაპირობა მათ სისხლში ტყვიის მომატება. 

„რა შეიძლება იყოს წყარო? უმრავლეს ქვეყნებში 80-90-იან წლებში წყარო იყო ბენზინი, ეთილირებული ბენზინი, მას შემდეგ, რაც ეს აიკრძალა ბევრ დასავლეთის ქვეყანაში და მათ შორის ჩვენთან. რამდენჯერმე შიცვალა 1999 წლიდან მოყოლებული, ნორმა ტყვიის შემცველობისა ბენზინში და 2006 წლიდან სრულად აიკრძალა. 1999-1998 წლის კვლევების შედეგებით,  საშუალო მაჩვენებლები ჩვენ გვქონდა 14-15 მკგ, დღეს ამ კვლევის მიხედვით, მედიანა არის 4 მკგ მთელ საქართველოში, ამ ბავშვებში, რაც ნიშნავს რომ დადგენილი ნორმის ქვემოთ. დღეს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მიიჩნევა ნორმად 5 მკგ, 5 მკგ 10 მკგ-მდე მსუბუქი მატებაა  დაახლოებით ბავშვების 25 %-ში“,- განმარტავს ამირან გამყრელიძე. 

სისხლში ტყვიის შემცველობა კვლევის მიხედვით, განსხვავდება რეგიონების მიხედვით. თუ რა არის ამის მიზეზი, ამირან გამყრელიძის თქმით, ეს კვლევის საგანია და ამ ეტაპზე ამაზე კონკრეტული პასუხი არ არის. 

„რა თქმა უნდა, გარკვეული ჰიპოთეზები არსებობს, მაგრამ ღია ეთერში ამ ჰიპოთეზებით ვერ ვილაპარაკებთ თუ არ გვექნება დამადასტურებელი ფაქტები, მიმდინარეობს კვლევები, მათ შორის ნიადაგის, წყლის. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული მინიშნებით, შემიძლია, ვთქვა, რომ იყო დაბინძურებები ყოფილი სამხედრო ბაზების ირგვლივ ტერიტორიებზე. დღეს აქაც ითქვა, რომ ნიადაგში ტყვია რომელიც ბენზინიდან ილექებოდა, წლობით რჩება, არაფერი გამორიცხული არ არის. აქედან გამომდინარე, ეს არის შემდგომი კვლევის საგანი“, - განაცხადა გამყრელიძემ. 

ამირან გამყრელიძის თქმით, იმ 1578 ბავშვიდან, ვისაც მომატებული აქვს სისხლში ტყვიის რაოდენობა (5მკგ ზემოთ) მათთვის, პროტოკოლის მიხედვით, დამტკიცებულია შემდგომი კვლევები, რასაც დააფინანსებს სამინისტრო, მათ შორის ინტერვენციები, როცა პედიატრის დანიშნულებით ჩარევა იქნება საჭირო გამყრელიძის განმარტებით ჩარევა ძირითადად გულისხმობს რკინის, კალციუმის, ვიტამინების და ა.შ. მიწოდებას.  გარდა ამისა, დაგეგმილია ამ ბავშვების პერიოდული მონიტორინგიც, რაც დამოკიდებული იქნება იმაზეც, თუ რა რაოდენობით ტყვია აღმოაჩნდათ მათ სისხლში.

UNICEF-ის ცნობით, კვლევა 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის(მიქსი) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში. ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების ჩართვა კვლევაში მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში, რომელიც წარმოადგენს ევროპის წამყვან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტს. ტყვიის შემცველობაზე სისხლის ნიმუშის კვლევისას გამოყენებული იყო ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მას-სპექტრომეტრი (ICP MS), რაც წარმოადგენს ტყვიის კვლევის ოქროს სტანდარტს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^