Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ძიუდოისტი, თორნიკე ნაგლიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

23 აპრილი, 2019 17:05

ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლო პროცესი 22 მარტს გაიმართა.

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით მარნეულში 5 მარტს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაგლიაშვილის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში დანაშაულს, მუქარას და ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ნაგლიაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად საინფორმაციო სააგენტო „რეკორდერმა“ გაავრცელა. „რეკორდერის“ ინფორმაციით, ძიუდოისტს მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელიც არაერთხელ დაარღვია. ხოლო მისი დაპატიმრება მუქარის შემცველ მესიჯებს მოჰყვა, რომელიც ქალმა პოლიციაში წარადგინა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^