2.jpg)
„თქვენთან დაკავშირებით ერთი უხერხულობა მაქვს. თქვენ ხართ პარლამენტის გამორჩეული წევრი, ვისაც დიდ პატივს ვცემ, ამავდროულად კი ყველაზე მეტად არ გეთანხმებით". - უთხრა ფინანსთა მინისტრმა დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილს.
„არ ვიცი, რამდენად მოვიგებ ან წავაგებ პოლემიკაში. ეს ნაკლებად მადარდებს, მაგრამ როგორ გამოგყვეთ პოლემიკაში, როგორ გავიაროთ პუნქტობრივად, როდესაც სხვადასხვა ღმერთის გვჯერა“ - თქვა მინისტრმა.
მისი აზრით, ექსტრამემარჯვენე არგუმენტები თუ უტოპიაა, ისიც უტოპიაა, რასაც ბექა ნაცვლიშვილი ემხრობა.
ბექა ნაცვლიშვილმა ვანო მაჭავარიანს უთხრა, რომ მან „ევროპულ საქართველოსთან" პოლემიკა წააგო, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის არგუმენტები მაკულატურა და უტოპიაა, მწყობრი უტოპია მაინცაა, ხოლო მინისტრის საუბარში წყობრი ვერაფერი დაინახა.
ბექა ნაცვლიშვილმა გააკრიტიკა ხელისუფლების „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების" პოლიტიკა და თქვა, რომ მთავრობამ ეს დააგვიანა. მან აღნიშნა, რომ დაბალშემოსავლიანი ადამიანების დიდი ნაწილი სესხს ჯანდაცვასა და განათლებისთვის იღებს და რაკიღა სახელმწიფოს არ გაუზრდია წვდომა ამ სიკეთეებზე, მათ ავტომატურად შეეზღუდათ ის. ნაცვლიშვილმა გააკრიტიკა საპენსიო რეფორმაც.
ამ წუთებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ფინანსთა მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.