სასამართლოს გადაწყვეტილებით მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის არის ბრალდებული აღკვეთის სახით გირაო შეეფარდა.
პროკურატურა არ ასახელებს ნარკოტიკული საშუალების ტიპს და ასევე იმას თუ რა რაოდენობის ნარკოტიკი აღმოუჩინეს ბრალდებულს. ნარკოტიკის რაოდენობაზე და ტიპზე ინფორმაციას არც დაცვის მხარე არ ავრცელებს.
„ბრალდებულს ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვაში, ეს არის სხვა და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, რაც კანონმდებლობით დადგენილი ნუსხის მიხედვით, წარმოადგენს დანაშაულის შემადგენლობას და განსაზღვრულია ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ორ ნივთიერებაზეა საუბარი, რაც ბრალდების წარსადგენად ქმნის საკმარის საფუძველს. სხვა გარემოებებს რაც შეეხება, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან.“, - განაცხადა პროკურორმა.
პროკურორის თქმით, 10 ან 20 აბი არ ყოფილა. საუბარია ორ ნივთიერებაზე, რაც ბრალდების წარსადგენად საკმარისი საფუძველი იყო.
კითხვაზე რატომ არ ასახელებს პროკურატურა ნარკოტიკის ტიპს და ოდენობას პროკურორმა უპასუხა, რომ ყველა საქმეს "ინვიდუალური მიდგომა აქვს".