თბილისის მეტროს პირველი ხაზი გაჩერებულია. როგორც „ლიბერალს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, შეფერხების მიზეზი გოცირიძის ღია უბანზე წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზია.
სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ხარვეზის აღმოსაფხვრელად ადგილზე მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. ამ დროითვის უცნობია, როდის აღდგება მატარებლის მოძრაობა პირველ ხაზზე.