Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დავითიანნი“: „სუხიშვილები“ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ კონცერტზე იცეკვებს

30 აპრილი, 2019 15:29

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ წევრი კოტე სვანიძემ „ლიბერალთან“ განაცხადა, რომ 17 მაისს, 17 საათზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გაიმართება საზეიმო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე. ტაძრის ტერიტორიაზე კი გალა კონცერტი გაიმართება, რომელშიც ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“ მიიღებს მონაწილეობას. 

„სუხიშვილების“ ცხელ ხაზზე „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ ანსამბლის დირექცია საქართველოში არ იმყოფება და მათ ჩამოსვლამდე აღნიშნულ იფორმაციას ვერ დაადასტურებენ. ნინო ქათამაძის პროდიუსერმა კი მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა. 

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი საპატრიარქომ 2014 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც 2013 წელს თავისუფლების მოედანზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები დაარბის და აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^