Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩუგოშვილი: არ დგას დღის წესრიგში ამერიკული სამხედრო ბაზების შემოყვანის საკითხი

01 მაისი, 2019 12:56

„რეალურად, არ დგას დღის წესრიგში სამხედრო ბაზების შემოყვანის საკითხი“, -  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩუგოშვილმა შეკითხვის პასუხად, აზიანებს თუ არა საქართველო-ამერიკის ურთიერთობას, პრეზიდენტის მიერ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება.

„ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება, ვფიქრობ, არ იყო საჭირო. არ ვიცი, ეს საიდან გაჩნდა. რეალურად, არ დგას დღის წესრიგში სამხედრო ბაზების შემოყვანის საკითხი. არ მგონია, რომ ეს კარგია. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობის კუთხით, ვფიქრობ, საკმაოდ ნათელია სახელმწიფოს პოზიცია," - განაცხადა ჩუგოშვილმა. 

„არ მგონია, ეს რეკომენდებული იყოს“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმის“ კითხვას, თუ რას ფიქრობს საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებაზე.

„ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^