Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტმა მესამე მოსმენით „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა

01 მაისი, 2019 14:01

საქართველოს პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პლენარულ სხდომაზე ანრი ოხანაშვილმა წარადგინა, რის შემდეგაც ცვლილებებს კენჭი უყარეს.

კანონპროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევისა და მათი პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა განისაზღვრა.

უმრავლესობის წარდგენილ კანონპროექტს ოპოზიცია, დამოუკიდებელი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ. კანონპროექტზე შენიშვნები და რეკომენდაციები მისცა საქართველოს ვენეციის კომისიამაც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^