ქორეპისკოპოსი იაკობი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად შს მინისტრის, გიორგი გახარიას დანიშვნას გამოეხმაურა.
„რატომ დანიშნეს და ეტყობა, პუტინმა სთხოვათ ან მოსთხოვა. რასაც ეგ აშავებს, ამდენ ხანს როგორ არის არ გიკვირს?
ცოტა ხანს, რამდენიმე დღე შემორჩება [ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში], მერე ვნახოთ“, - განაცხადა ქორეპისკოპოსმა იაკობმა ტვ პირველთან სატელეფონო საუბრისას.
საქართველოს მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დაეკისრა.
„ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინებელი ორგანო ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართული არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა, ეს იქნება სათათბირო ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პრემიერის სრული ინფორმირება ქვეყნის უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი შეხვედრის მიზეზი და მიზანი. შემდეგი შეხვედრა იქნება დანიშნული ზუსტად ერთ თვეში. ჩვენ მივიღეთ კონკრეტული დავალებები, რომელსაც შევასრულებთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.