Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალთა მოძრაობის მანიფესტი სახელფასო სხვაობაზე

01 მაისი, 2019 16:32

ქალთა მოძრაობა ქალისა და კაცის სახელფასო სხვაობასთან დაკავშირებით მანიფესტს ავრცელებს.

„ლიბერალი“ მანიფესტს უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს საქართველოში:

· 240 000 ქალი იღებს საარსებო შემწეობას.

· ქალი კაცზე ბევრად ღარიბია.

· კაცის მიერ გამომუშავებულ ყოველ ლარზე ქალს 64 თეთრს უხდიან.

· ქალები დასაქმებულები არიან ყველაზე დაბალანაზღაურებად სექტორებში.

· ყოველი მეხუთე ქალი ოჯახში დიასახლისად ქმრის მოთხოვნის გამო რჩება.

· დიასახლი სახლში შრომობს საშუალოდ 45 საათს ანაზღაურების გარეშე.

· ქალის შრომა სახლში უხილავი და აუნაზღაურებელია.

· ძალადობის მსხვერპლ ქალებს წასასვლელი არსად აქვთ, უსახსრობისა და უბინაობის გამო ისინი ხშირად მოძალადესთან ბრუნდებიან.

· საფინანსო სექტორში კაცის საშუალო ხელფასი 2 360 ლარით აღემატება ამავე სექტორში ქალის საშუალო ხელფასს.

· ორგანიზაციების მმართველ რგოლში ქალები მხოლოდ 20%-ს შეადგენენ.

დღეს საქართველოში ქალების სიღარიბე ხელისუფლების დღის წესრიგში არ დგას. ქვეყანაში არ არსებობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხედვა და პოლიტიკა. არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავას 36% სახელფასო სხვაობის შემცირებას. ინვესტიციები არ იდება მზრუნველობითი სერვისების განვითარებაში, რაც შეამსუბუქებდა ქალის არაანაზღაურებად შრომას სახლში და ხელს შეუწყობდა ქალების დასაქმებას და ეკონომიკურ გააქტიურებას. საქართველოში სიღარიბის დაძლევის წინაპირობაა ქალების ეკონომიკური გააქტიურება. ქალების ეკონომიკური აქტიურობის გასაზრდელად აუცილებელია შეწყდეს ქალთა დისკრიმინაცია დასაქმების და შრომის ანაზღაურების დროს.

ქალთა მოძრაობა მოუწოდებს ხელისუფლებას:

- შემიუშაოს და გაატაროს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკა.

- მოიზიდოს ინვესტიციები და განავითაროს მზრუნველობითი სერვისები ქვეყანაში.

- შეიმუშაოს საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ ანაზღაურებას თანაბარი შრომისათვის.

- შეიმუშაოს მეთოდოლოგია შრომის შესაფასებლად და შესადარებლად და შექმნას თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფის მექანიზმი.

ქალთა მოძრაობა მოუწოდებს კერძო სექტორს:

- საკუთარ კორპორაციაში შეისწავლოს და აღმოფხვრას არათანაბარი ანაზღაურება სქესის ნიშნით.“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^