ფეისბუკის გაცნობის აპლიკაცია ხუთ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, 14 ქვეყანა კი ახლო მომავალში დაემატება - ამ აპლიკაციის ახალი ფუნქციის მეშვეობით კი მოგეცემათ შესაძლებლობა, გაიგოთ, რომელ Facebook-მეგობარს აქვს თქვენ მიმართ რომანტიკული ინტერესი.
„საიდუმლო ქრაში“ - ეს ახალი ფუნქციის სახელწოდებაა, რომელიც ჯერ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში იმუშავებს. ახალი ფუნქციით ფეისბუკზე შესაძლებელი იქნება იმ 9 მეგობრის არჩევა, რომელთა მიმართაც რომანტიკული ინტერესები გაქვთ. თუ თქვენ მიერ მონიშნულ მეგობრებს აღნიშნული სერვისი გააქტიურებული აქვთ, ისინი შეტყობინებას მიიღებენ, რომ ერთ-ერთმა მეგობარმა „საიდუმლო ქრაშის“ სიაში დაამატა. ხოლო თუ იგივე მეგობარი „ქრაშის“ სიაში თქვენც დაგამატებთ, თქვენი ვინაობები ერთმანეთისთვის ცნობილი ხდება.