მოძრაობა „დავითიანნი“ რომელიც 17 მაისს დაგეგმილი კონცერტის ორგანიზატორია, ღონისძიებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიშს იხდის.
„ა.წ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის გალავანთან საღამოს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით გარცელდა არასწორი ინფორმაცია და კონცერტის მონაწილეთა შორის დასახელდნენ ის პიროვნებები რომელთანაც შეთანხმება ბოლომდე არ გვქონდა დასრულებული.
სამწუხაროდ, დაბეჭდილი მასალა ტექნიკური პერსონალის მიერ ისე გავრცელდა, რომ იგი აღარ გადამოწმებულა
შევნიშნავთ იმასაც, რომ ეს იყო არაოფიციალური ინფორმაცია, რომელიც საჯარო სივრცისთვის არ იყო განკუთვნილი.მაინც იგი არის ჩვენი შეცდომა, რის გამოც ბოდიშს ვიხდით“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნმა“ თავდაპირველად გაავრცელა განცხადება, რომ 17 მაისს დაგეგმილ კონცერტზე იმღერებენ ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და სხვები. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, „დავითიანნის“ მიერ ორგანიზებულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ „სუხიშვილების“ სტუდიის კურსდამთავრებულები.
17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი საპატრიარქომ 2014 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც 2013 წელს თავისუფლების მოედანზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები დაარბის და აქციის გამართვის საშუალება არ მისცეს.