„თიბისი ბანკმა“ სასამართლოში 17 მილიონი დოლარის ტრანზაქციასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი „მარტელო გრუპ ლიმიტედის" წინააღმდეგ შეიტანა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა წევრმა და ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
„მარტელო გრუპ ლიმიტედი"პროკურატურაში "თიბისი ბანკის" საქმეზე დაწყებული გამოძიების საქმეში ფიგურირებს. მამუკა ხაზარაძის ხაზარაძის განცხადებით, ბანკმა სასამართლოს მხოლოდ იმის გამო მიმართა, რომ აღნიშნული საქმის გარშემო მიმდინარე პროცესს ნათელი მოეფინოს.
„ბანკმა მაშინაც და ახლაც იმოქმედა სამართლიანად. ამ პროცესში დაზარალებული მხოლოდ და მხოლოდ ორი ადამიანია, ეს არის ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. ბანკმა შეიტანა 17 მილიონის ტრანზაქციასთან დაკავშირებით სარჩელი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პარალელურად მიმდინარეობს პროკურატურაში გამოძიება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით და ეს პროცესი ნათელს მოფენს არამარტო იმას, რაც ფარულად მიმდინარეობს ჩვენს წინააღმდეგ, არამედ მთელ იმ საქმეს სასამართლო წესით, რა მოხდა, როგორ მოხდა და კიდევ ერთხელ დარწმუნდება საზოგადოება სად იდგა ბანკი მაშინ და სად დგას ახლა“, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.