Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პანკისელების მხარდაჭერის გამო სამსახურიდან გამიშვეს - „იმედის“ პროდიუსერი

02 მაისი, 2019 11:48

ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთი გადაცემის , „სხვა რაკურსის“ პროდიუსერი მაია სტეფნაძე აცხადებს,  რომ ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კალანდარიშვილმა ის სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც სტეფნაძემ პანკისის მოვლენებისას Facebook-ზე პანკისელების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და გააკრიტიკა ხელისუფლების ქმედებები. 

„ლიბერალი“ დაუკავშირდა მაია სტეფნაძეს, მან მომხდარი დაადასტურა. 

„ლიბერალი“ ასევე ცდილობს  ტელეკომპანიასთან დაკავშირებას. პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ ტელეკომპანიის პოზიციას. 

„ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორს, გიორგი კალანდარიშვილს და ამ ხელისუფლებას მაგრად არ გაუმართლა, რომ მე ზუგდიდელი ქალბატონის, ია კერზაიასავით გული არ გამისკდა. 
მე გადავრჩი და ახლა ვეღარ გამაჩუმებთ! 

თქვენ გაბედეთ და სამსახურიდან გამომაგდეთ „ფეისბუქზე“ დადებული პოსტის გამო, 21 აპრილს პანკისის ხეობაში მთავრობის ანტისახელმწიფოებრივი, დანაშაულებრივი, ქვეყნის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი შეფასების გამო, იმის გამო, რომ მე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსირე და პანკისელების მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვედი პარლამენტის წინ!! თქვენ გაბედეთ და შეეხეთ ჩემს თავისუფლებას!! თქვენ დაარღვიეთ ჩემი მთავარი უფლება-სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება! თქვენ გაბედეთ და ეს ყველაფერი შელამაზების გარეშე პირში მითხარით, ისე რომ სხვა მიზეზის მოფიქრებისთვის. თავიც კი არ შეიწუხეთ!

ამბავი კი მდგომარეობს შემდეგში: მას მერე ,რაც „ფეისბუქზე“ პოსტი გამოვაქვეყნე, სამი დღის შემდეგ დამიბარა „იმედის“ დირექტორმა, გიორგი კალანდარიშვილმა და პირდაპირ მითხრა, რომ სამსახურიდან მიშვებდნენ ჩემი სტატუსის გამო... ამაზე მეტი ცენზურა რაღა უნდა იყოს! გამომიშვეს იმიტომ, რომ გავბედე და ჩემი აზრი ღიად გამოვხატე.

„იმედის“ ოფიციალურო და არაოფიციალურო მმართველებო, თქვენ გადაწყვიტეთ, მე სანიმუშოდ დაგესაჯეთ, რომ ამ ხელისუფლების უტიფრად გამპრავებელი ტელევიზიის ვერც ერთმა რიგითმა პატრიოტმა თანამშრომელმა და ჟურნალისტმა, სამსახურის დაკარგვის შიშით, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა ვეღარ გაბედოს...
არ გამოგივათ!!!
გარეთ 21-ე საუკუნეა!!!

ქართველი ხალხი ყველაფერს იტანს... ოღონდ დროებით... სიტყვისა და აზრის თავისუფლების შეზღუდვა ამ ქვეყანაში არავის გამოუვიდა.

მე კარგად ვიცი, რომ ჩემი ბრძოლა არ იქნება მარტივი, რომ წინ მაქვს ათასგვარი ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ტალღა, მაგრამ ამ ბრძოლას ვიწყებ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შევქმნა პრეცენდენტი, რომ ამ ქვეყანაში ვერასდროს ვერავინ გაბედოს აზრის გამოხატვის გამო რიგითი თანამშრომლის გაშვება სამსახურიდან. მე მინდა, რომ სხვებს მივცე მაგალითი...

არ შეიძლება 21-ე საუკუნეში, რაც არ უნდა ხელისუფლებას დაქვემდებარებულ სტრუქტურაში მუშაობდე, ეს გაგიბედოს ვინმემ და მითუმეტეს გაუვიდეს...“, - წერს სტეფნაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^