„თბილისი პრაიდი“ ახალ ვიდეოს აქვეყნებს სლოგანით „გამოდი თანასწორობისთვის!“.
„არ აქვს მნიშვნელობა შენს სქესს, ასაკს, წარმომავლობას, პროფესიას, განათლებას, ორიენტაციას…
თუ შენთვის მიუღებელია ადამიანების ჩაგვრა:
გამოდი თანასწორობისთვის!
გამოდი თავისუფლებისთვის!
გამოდი სოლიდარობისთვის!
გამოდი უსაფრთხოებისთვის!
გამოდი სიყვარულისთვის!“, - აცხადებს „თბილისი პრაიდი“
18 - 23 ივნისს საქართველოში პრაიდის კვირეული აღინიშნება.