Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეპუტატმა შს მინისტრს მიმართა, რომ ლგბტ თემს 17 მაისს მსვლელობაზე უარი ათქმევინოს

02 მაისი, 2019 13:45

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ შს მინისტრს გიორგი გახარიას მიმართა, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს ლგბტ თემს მსვლელობა არ გაამართინოს.

პარლამენტში, სადაც გიორგი გახარიას მინისტრის საათის ფარგლებში უსმენენ, ლომიამ განაცხადა, რომ საქართველოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ დააწესა და თემის გამოსვლა ქუჩაში ვნებათაღელვას გამოიწვევს. ამიტომ დეპუტატმა გახარიას სთხოვა, რომ ეს არ დაუშვას.

„პოლიცია უნდა იყოს სიმშვიდის გარანტი და მე მინდა გთხოვოთ, რომ ითამაშოთ მედიატორის როლი, დაელაპარაკოთ ამ მსვლელობის ორგანიზატორებს, რომ უარი თქვან მსვლელობაზე, რათა ამან არ გამოიწვიოს ვნებათაღელვა ქვეყანაში.

სთხოვოთ, რომ გამოუყობთ ადგილს, სადაც ისინი შეგროვდებიან. ოღონდ ის ადგილი, რომელსაც გამოუყოფთ, არ უნდა იყოს დაკავშირებული არც ქვეყნის გამარჯვებებთან და არც ჩვენს სიწმინდეებთან“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე გიორგი ლომიამ.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ასევე განაცხადა, რომ საპატრიარქოს მიმართ შავი პიარკამპანია მიმდინარეობს, რომლის უკანაც მისი აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციები დგანან და წუხილი გამოთქვა, რომ ეს კამპანია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ გამოააშკარავა.

„საპატრიარქოს მიმართ მიმდინარეობს შავი პიარკამპანია. ამ კამპანიის უკან დგანან არასამთავრობო ორგანიზაციები, ცალკეული მოქალაქეები და სამწუხაროდ, ჩართულები არიან მედიასაშუალებები. ამ ყველაფერზე იხარჯება ძალიან დიდი ფული. სამწუხაროა, რომ დღემდე ვერ გამოავლინეთ ვინ დგას ამ შავი პიარის უკან და დღემდე არ არიან ისინი დასჯილები“, - თქვა გიორგი ლომიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^